სიფილისი
სიფილისი არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია (სგგი), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მკურნალობის გარეშე.
როგორ ვრცელდება სიფილისი ?
გამომწვევი მკრთალი ტრეპონემა შეიძლება მოხვდეს თქვენს სხეულში კანის ან ლორწოვანი გარსების მეშვეობით, სიფილისის წყლულთან უშუალო კონტაქტისას. ასევე,შესაძლებელია ორსულობის დროს დედიდან ნაყოფზე გადაცემა რაც იწვევს თანდაყოლილი სიფილისის განვითარებას.
გადაცემა ასევე შესაძლებელია პირდაპირი კონტაქტის სხვა ფორმებით, როგორიცაა ინფიცირებული ადამიანის მიერ გამოყენებული ნემსის გამოყენებით.
სიფილისის გავრცელება შეუძლებელია ობიექტებთან შემთხვევითი კონტაქტით : ტუალეტის სავარძლებით, კარის სახელურებით, საცურაო აუზებით, ცხელი აბანოებით, საერთო ტანსაცმლით ან საჭმელი ჭურჭლით.
რა სიმპტომებით ვლინდება სიფილისი ?
ინფექცია ვითარდება ეტაპობრივად (პირველადი, მეორადი, ლატენტური და მესამეული). თითოეულ სტადიას შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული ნიშნები და სიმპტომები.
არსებობს სიფილისის ოთხი ეტაპი (პირველადი, მეორადი, ლატენტური და მესამეული).
პირველი ეტაპი
სიფილისის პირველი სიმპტომია მცირე წყლული, რომელსაც შანკრს უწოდებენ. სიფილისის პირველადი სტადიის დროს შეიძლება შეამჩნიოთ ერთი ან მრავლობითი წყლული. წყლული არის ადგილი, საიდანაც სიფილისის გამომწვევი შეიჭრა თქვენს სხეულში. ეს წყლულები, როგორც წესი, ჩნდება შემდეგ მიდამოებში:
პენისი
საშო
ანუსი
სწორი ნაწლავი
ტუჩები ან პირი
წყლულები ჩვეულებრივ (მაგრამ არა ყოველთვის) მყარი, მრგვალი და უმტკივნეულოა. რადგან წყლული უმტკივნეულოა, შეიძლება დარჩეს შეუმჩნეველი. წყლული ჩვეულებრივ გრძელდება 3-დან 6 კვირამდე. მაშინაც კი, როცა წყლული გაქრება, უნდა გაიაროთ შესაბამისი მკურნალობა, რადგან ეს შეაჩერებს ინფექციის პროგრესირებას და მის მეორად ეტაპზე გადასვლას.
მეორადი
ეტაპი
მეორე სტადიაზე შეიძლება გქონდეთ კანის გამონაყარი და/ან წყლულები პირის ღრუში, საშოში ან ანუსში. ჩვეულებრივ, გამონაყარი პირველად ჩნდება სხეულის ღეროზე (მკერდზე, მუცელზე ან ზურგზე).ასევე, ხელის გულებზე და/ან ფეხის ძირზე . გამონაყარი შეიძლება გამოჩნდეს პირველადი წყლულის შეხორცებისას ან წყლულის შეხორცებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ.
სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს:
ცხელება
შეშუპებული ლიმფური ჯირკვლები
ყელის ტკივილი
ბუდობრივი თმის ცვენა
თავის ტკივილი
წონის დაკლება
კუნთების ტკივილი
დაღლილობა, სისუსტე
სიმპტომები ამ სტადიიდან გაქრება,თუ დროულად ჩაიტარებთ შესაბამის მკურნალობას. სწორი მკურნალობის გარეშე, ინფექცია გადავა სიფილისის ლატენტურ და, შესაძლოა, მესამეულ სტადიაზე.
ლატენტური
ეტაპი
სიფილისის ლატენტური ეტაპი არის პერიოდი, როდესაც არ არის ხილული ნიშნები ან სიმპტომები. მკურნალობის გარეშე, ინფექცია მიმდინარეობს წლების განმავლობაში.
მესამეული
ეტაპი
ადამიანების 30%-40%-მდე, რომლებიც არ მკურნალობენ სიფილისს, აღწევს მესამეულ სტადიას. მესამე სტადიის დროს ინფექციამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვადასხვა ორგანოთა სისტემაზე. მათ შორისაა გული და სისხლძარღვები, ტვინი და ნერვული სისტემა. მესამეული სიფილისი ძალიან სერიოზულია და შეიძლება გამოვლინდეს ინფექციის დაწყებიდან 10-30 წლის შემდეგ. არანამკურნალებმა დაავადებამ შეიძლება საბოლოოდ გამოიწვიოს სიკვდილი.
სიფილისის რისკის
ფაქტორები
ნებისმიერი სქესობრივად აქტიურ ადამიანი შეიძლება დაავადდეს სიფილისით. მაგრამ თქვენ გაქვთ სიფილისის მიღების უფრო მაღალი რისკი, თუ:
გაქვთ დაუცველი სქესობრივი კონტაქტი
გყავთ ერთზე მეტი სქესობრივი პარტნიორი
გაქვთ აივ , რომელიც არის შიდსის გამომწვევი ვირუსი
გაქვთ სხვა სქესობირივი გზით გადამდები დაავადებები, როგორიცაა გონორეა, ქლამიდია ან ჰერპესი.
როგორ ხდება დიაგნოსტირება ?
პაციენტების
უმეტესობისთვის დიაგნოზი დგინდება სისხლის ნიმუშების
სეროლოგიური ტესტირების გამოყენებით .
სიფილისის ბაქტერია ჩანს მიკროსკოპის საშუალებით კანის წყლულიდან ან ლიმფური კვანძიდან აღებულ სითხეში.
როგორ ხდება სიფილისის
მკურნალობა:
სიფილისი ინკურნება სწრაფი დიაგნოზითა და სწორი მკურნალობით. იმის გამო, რომ სიფილისი გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით, მას მკურნალობენ ანტიბიოტიკებით. რამდენი ხანი გაგრძელდება მკურნალობა დამოკიდებულია სიფილისის სტადიაზე.
თუ თქვენ იმკურნალებთ სიფილისის პირველად ან მეორად ეტაპზე, შეგიძლიათ გამოჯანმრთელდეთ ინფექციისგან და თავიდან აიცილოთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები.
მნიშვნელოვანია დაასრულოთ ექიმის მიერ დანიშნული ყველა მედიკამენტის მიღება, მაშინაც კი, თუ თქვენი სიმპტომები გაქრება.
იხილეთ სრულად