ფსორიაზი
ფსორიაზი
ფსორიაზი არის კანის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც იმუნური სისტემა ხდება ზედმეტად აქტიური, რაც იწვევს კანის უჯრედების ძალიან სწრაფ, უკონტროლო გამრავლებას და კანზე სქელი, ქერცლიანი ელემენტების ფორმირებას.
ვინ ავადდება
ფსორიაზით?
ფსორიაზი თანაბრად გვხვდება ქალებსა და კაცებში, და ვლინდება უმეტესწილად 10-დან 40 წლამდე ასაკში, თუმცა, მისი საწყისი გამოვლენა შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში. მდგომარეობას აქვს გენეტიკური ხასიათი, ასე რომ, თუ თქვენ გაქვთ ფსორიაზის ოჯახური ისტორია, შესაძლოა მისი განვითარების უფრო მაღალი ალბათობა გქონდეთ.
რა იწვევს ფსორიაზს?
ფსორიაზი მულტიფაქტორულია. ის კლასიფიცირებულია, როგორც იმუნური შუამავლობით გამოწვეული კანის გენეტიკური დაავადება.
იმუნური სისტემის დისფუნქცია : ფსორიაზი არის აუტოიმუნური მდგომარეობა, როდესაც იმუნური სისტემა შეცდომით უტევს კანის ჯანმრთელ უჯრედებს. ეს იწვევს კანის უჯრედების ძალიან სწრაფად ზრდას, დამახასიათებელ სქელ, ქერცლიან ელემენტებს კანის ზედაპირზე.
გენეტიკა : გენეტიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფსორიაზის დროს.
ის შეიძლება გაუარესდეს ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა სტრესი, ინფექციები, გარკვეული მედიკამენტები ან კანის დაზიანებები.
ცხოვრების სტილის ზოგიერთმა ფაქტორმა ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს ფსორიაზზე:
სიგარეტი : მოწევას შეუძლია გაზარდოს ფსორიაზის განვითარების რისკი და გააუარესოს სიმპტომები.
ალკოჰოლი : ალკოჰოლის გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება გააძლიეროს სიმპტომები.
სიმსუქნე : ჭარბი წონა ზრდის ფსორიაზის განვითარების რისკს და შეიძლება გააუარესოს მდგომარეობის სიმძიმე.
ფსორიაზის საერთო ნიშნები და სიმპტომებია:
ფსორიაზი ჩვეულებრივ ვლინდება სიმეტრიულად განაწილებული, წითელი, მოვერცხლისფრო-მოთეთრო ქერცლით დაფარული პაპულებით და ბალთებით. ყველაზე გავრცელებული ადგილებია სკალპი , იდაყვები და მუხლები, მაგრამ კანის ნებისმიერი ნაწილი შეიძლება იყოს ჩართული. ფსორიაზის ელემენტები, როგორც წესი, ძალიან მდგრადია მკურნალობის გარეშე. მას ასევე ახასიათებს Koebner ფენომენი .რაც გულისხმობს ახალი ელემენტების გაჩენას კანის დაზიანებისას.
ფსორიაზის სიმძიმე შეიძლება განსხვავდებოდეს ზომიერიდან, მხოლოდ რამდენიმე მცირე ელემენტით, მძიმემდე, სხეულის დიდი უბნების დაზიანებით.
ფრჩხილის ფსორიაზი. ფსორიაზი შეიძლება გავლენა იქონიოს ხელის და ფეხის ფრჩხილებზე
ფსორიაზული
ართრიტი -ართრიტის ტიპი, რომელიც გვხვდება ფსორიაზის მქონე ზოგიერთ ადამიანში. მას შეუძლია გავლენა მოახდინოს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე და აქვს საკუთარი კლინიკური მახასიათებლები.
როგორ სვამენ ფსორიაზის დიაგნოზს?
ფსორიაზი დიაგნოსტირდება მისი კლინიკური მახასიათებლებით. საჭიროების შემთხვევაში, დიაგნოზს მხარს უჭერს კანის ბიოფსიის შედეგად მიღებული დასკვნები.
ფსორიაზის მკურნალობა
ფსორიაზი რთული მდგომარეობაა და ამ ფაქტორებს შორის ურთიერთქმედება განსხვავებულია ინდივიდებში. ეფექტური მენეჯმენტი ხშირად გულისხმობს როგორც იმუნურ სისტემას, ასევე ცხოვრების წესის ფაქტორებს სიმპტომების გასაკონტროლებლად და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
ფსორიაზის მქონე პაციენტები კარგად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი კანის მდგომარეობისა და მისი მკურნალობის შესახებ.
მკურნალობა ხშირად მოიცავს ადგილობრივ მკურნალობას, ფოტოთერაპიას და სისტემურ მედიკამენტებს. სტრესის მართვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა ასევე დაგეხმარებათ სიმპტომების კონტროლში. თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა გქონდეთ ფსორიაზი ან გჭირდებათ რჩევა მის მართვასთან დაკავშირებით, უმჯობესია გაიაროთ კონსულტაცია პროფესიონალ ექიმთან ინდივიდუალური მკურნალობის გეგმისთვის.
იხილეთ სრულად