რა არის ვენეროლოგია?
ვენეროლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც მოიცავს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ყველა ასპექტს, მათ შორის ეპიდემიოლოგიას, ეტიოლოგიას, პათოგენეზს, დიაგნოზსა და მკურნალობას.
„ვენეროლოგი“ არის ექიმი, რომლიც სპეციალიზირებულია ვენერიული დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში.
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები დიდ გავლენას ახდენს სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მთელ მსოფლიოში.
როგორ ვრცელდება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები?
ცნობილია, რომ 30-ზე მეტი სხვადასხვა ბაქტერია, ვირუსი და პარაზიტი გადადის ნებისმიერი ტიპის სქესობრივი კონტაქტით, სხეულის სითხეებით ან კანთან კონტაქტით ადამიანის სხეულის ინფიცირებულ ნაწილზე, ხშირია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დედიდან ნაყოფზე გადაცემა ორსულობის პერიოდში ან მშობიარობის დროს. ზოგიერთი სგგდ გადადის ერთი ადამიანიდან მეორეზე ინფიცირებული სისხლით.
სქესობრივი გზით გადამდები ყველაზე გავრცელებული ინფექციებია:
მათი უმეტესობა გავლენას ახდენს როგორც მამაკაცებზე, ასევე ქალებზე.
რა არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი) სიმპტომები ?
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები განსხვავდება მათთან დაკავშირებული სიმპტომებისა და სერიოზულობის მიხედვით.
სგგი ძირითად შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. რაც ზრდის სგგი გავრცელების სიხშირეს. ისინი შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს გართულებების განვითარებამდეც კი.
ყველაზე ხშირი სიმპტომებია:
არსებობს ტესტების ფართო სპექტრი, რომლებიც ხელმისაწვდომია სხვადასხვა ორგანიზმების შესამოწმებლად, რომლებიც იწვევენ სგგდ-ებს, მათ შორის ტრიქომონას, ქლამიდიას, ჰეპატიტს, ჰერპესს, აივ, გონორეას და სხვა.
მათ შორისაა:
კლინიკა ---- გთავაზობთ დიაგნოსტირებას --- მეთოდით .
რა არის სგგი სკრინინგი?
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის ტესტირებას იმ ადამიანში, ვისაც სიმპტომები არ აქვს, ეწოდება სკრინინგი.
სგგი-ის ადრეული სკრინინგი და ამოცნობა არის დაავადების გავრცელების, ავადობისა და სიკვდილიანობის პრევენციის გასაღები.
საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მქონე წევრს, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია შეაჩეროს სგგდ-ის და განსაკუთრებით აივ-ის გავრცელება. დაე, ვენეროლოგთან ვიზიტი იყოს თქვენი პირველი ნაბიჯი ამ დაავადებებისგან თავის დასაღწევად.