მეჭეჭები არის პატარა, კეთილთვისებიანი წარმონაქმნები კანზე, რომლებიც გამოწვეულია ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) ინფექციით. ისინი შეიძლება გამოჩნდნენ სხეულის ნებისმიერ წერტილში, მაგრამ ყველაზე გავრცელებულია ხელებსა და ფეხებზე.
მეჭეჭები შესაძლოა განვითარდეს ნებისიერ ასაკში, მაგრამ უპირატესად გვხვდება ბავშვებში.
მეჭეჭების რამდენიმე ტიპი არსებობს, მათ შორის:
- ჩვეულებრივი მეჭეჭები : ჩვეულებრივ გვხვდება ხელებსა და თითებზე. მერყეობს ქინძისთავის ზომიდან ბარდის ზომამდე.
- პლანტარული მეჭეჭები : ჩნდება ფეხის ძირებზე, ხშირად ბრტყელია, იზრდება შიგნით და შეიძლება იყოს მტკივნეული, განსაკუთრებით დგომისას და სიარულის დროს.
- ბრტყელი მეჭეჭები : შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ უბანზე, უფრო პატარა და გლუვია ვიდრე სხვა მეჭეჭები და იზრდებიან დიდი რაოდენობით. ხშირად 20-დან 100-მდე ერთდროულად.
- გენიტალური მეჭეჭები : გვხვდება გენიტალურ და ანალურ მიდამოებში, გამოწვეულია HPV-ის სპეციფიკური ტიპებით. გენიტალური მეჭეჭები არის პატარა, მყარი კვანძები უხეში ზედაპირით.
როგორ ვრცელდება?
ისინი ვრცელდება რამდენიმე გზით:
1. პირდაპირი კონტაქტი;
2. არაპირდაპირი კონტაქტი: დაბინძურებულ ზედაპირებთან კონტაქტით, როგორიცაა სპორტული დარბაზის იატაკი, საცურაო აუზი, საერთო პირსახოცები, საპარსი;
3. თვითგავრცელება;
4. დასუსტებული იმუნური სისტემა;
მეჭეჭები ჩვეულებრივ უვნებელია და შეიძლება გაქრეს თავისით, მაგრამ ისინი შეიძლება იყოს შემაწუხებელი და ზოგჯერ მტკივნეული .
მკურნალობა განსხვავებულია და დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, ასევე მეჭეჭის ტიპზე.
მოზრდილებში და უფროს ბავშვებში გავრცელებული მეჭეჭებისთვის, მოყინვა (კრიოთერაპია) არის მკურნალობის უსაფრთხო მეთოდი და ყველაზე გავრცელებული მკურნალობა. პროცედურის დროს გამოიყენება თხევადი აზოტი. ხშირად საჭიროა მრავალჯერადი მკურნალობა ინტერვალებით (განსაკუთრებით დიდი ზომის მეჭეჭების დროს).
კლინიკა მიკროდერმაში პროფესიონალი ექიმების დახმარებით შესაძლებელია მეჭეჭების მოცილება.