რა არის პოდოლოგია:
პოდოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ფეხის ტერფსა და ფრჩხილებზე არსებულ დაავადებებს. მათ გავრცელებას, გამომწვევ მიზეზებს, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებს, ასევე მათ გავლენას ქრონიკულ დაავადებებზე.
ვინ არის პოდოლოგი?
პოდოლოგი არის ექიმი, რომელიც კვალიფიცირებულია ფეხის ტერფისა და ფრჩხილების დაავადებების დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში.
როდის უნდა მივმართოთ პოდოლოგს ?
თუ გაწუხებთ:
-ტერფზე არსებული კოჟრი
-ტერფის მეჭეჭი
-გარქოვანებული ქუსლი
-დიაბეტური ტერფი
-ფრჩხილის დაზიანებები
-ფრჩხილის ინფექციური დაზიანებები - სოკოვანი და ბაქტერიული
-ჩაზრდილი ფრჩხილი