ტრიქომონიაზი:
ტრიქომონიაზი არის შარდსასქესო სისტემის ინფექცია პროტოზოული Trichomonas vaginalis- ით . ეს არის ყველაზე გავრცელებული არავირუსული სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია (სგგი) მთელ მსოფლიოში.
როგორ ვრცელდება ტრიქომონა ?
პარაზიტი ადამიანებს შორის გადადის სქესობრივი კონტაქტის დროს, მათ შორის ვაგინალური, ორალური ან ანალური სექსისას. ინფექცია შეიძლება გადაეცეს მამაკაცებსა და ქალებს და გავლენას ახდენს ნებისმიერზე განურჩევლად სქესისა.
საყოფაცხოვრებო გზით - დაავადებულის თეთრეულით, პირსახოცით, საცურაო კოსტიუმით ინფექცია იშვიათად გადაეცემა.
სიმპტომები
ინკუბაციური პერიოდი (დრო პარაზიტის ზემოქმედებასა და სიმპტომების გამოვლენას შორის) უცნობია. მაგრამ ვარაუდობენ, რომ ის ოთხიდან 28 დღემდე მერყეობს. სიმპტომების გარეშეც კი, ინფიცირებულ ადამიანს შეუძლია ინფექციის გავრცელება, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი ტრიქომონიაზის ასე ადვილად გავრცელების.
ტრიქომონიაზით დაავადებულთა უმეტესობას არანაირი ნიშნები ან სიმპტომები არ აქვს. თუმცა სიმპტომები შეიძლება დროთა განმავლობაში განვითარდეს. როდესაც ნიშნები და სიმპტომები ვითარდება, ისინი განსხვავებულია მამაკაცებსა და ქალებში.
ქალებში ტრიქომონიაზის ნიშნები და სიმპტომებია:
ტრიქომონიაზის სიმპტომები ქალებს განსაკუთრებულად უძლიერდებათ მენსტრუაციის წინ.
მამაკაცებში ტრიქომონიაზი იშვიათად იწვევს სიმპტომებს. თუმცა, როდესაც მამაკაცებს აქვთ ნიშნები და სიმპტომები, ისინი შეიძლება იყოს:
ახალი ტრიქომონიაზის სიმპტომები ადეკვატური მკურნალობის გარეშე 2-3 კვირაში გაივლის, მაგრამ ეს გამოჯანმრთელებას არ ნიშნავს. პირიქით - დაავადება ქრონიკულ ფორმაში გადადის. ქრონიკულ ფორმას ახასიათებს ხანგრძლივი მიმდინარეობა პერიოდული გამწვავებით.
სასქესო ორგანოებში ანთებითი პროცესებით გამოწვეული ცვლილებების გამო ტრიქომონიაზს არცთუ იშვიათად უშვილობამდე მივყავართ.
დიაგნოსტირება
ტრიქომონიაზის დიაგნოსტირებისთვის მიკროსკოპიულად იკვლევენ საშოდან და შარდსასქესო გზებიდან აღებულ ნაცხს, ასევე - წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტს.
მკურნალობა
ტრიქომონიაზის მკურნალობისთვის გამოიყენება ანტიბიოტიკები. მკურნალობის გარეშე, ტრიქომონიაზი შეიძლება გაგრძელდეს თვეების ან წლების განმავლობაშიც კი. ის თავისით არ გაქრება.
ტრიქომონიაზის მკურნალობისას, აუცილებელია ყველა სექსუალური პარტნიორის მკურნალობაც ხელახალი ინფექციის თავიდან ასაცილებლად.
ტრიქომონიაზი გართულებების გამო მეტად ვერაგი და საშიში დაავადებაა. ის, ზრდის სხვა ინფექციების, მათ შორის - აივის გადაცემის ალბათობას, იზრდება ორსულთა პათოლოგიების, უნაყოფობის, საშვილოსნოს ყელის კიბოს, შარდ-სასქესო სისტემის სხვადასხვა ქრონიკული დაავადების განვითარების რისკიც. ამიტომაც მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა .