ჩაზრდილი ფრჩხილი
ჩაზრდილი ფრჩხილი არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მდგომარეობა, რომლის დროსაც ხდება ფრჩხილის ჩაზრდა მიმდებარე კანის ქსოვილში. ის ძირითადად უვითარდებათ დიდი(ცერა) თითის ფრჩხილზე თინეიჯერებს, ახალგაზრდებს, სპორტსმენებს და ადამიანებს თანმხლები შაქრიანი დიაბეტით.
მიზეზები:
- ფრჩხილის არასწორი მოჭრა
- მჭიდრო ფეხსაცმლის ან წინდების ტარება
- ფეხის ტერფის ან თითების დაზიანება
- გენეტიკური ფაქტორები
სიმპტომები:
- ტკივილი ან მგრძნობელობა ფრჩხილის გასწვრივ
- სიწითლე და შეშუპება ფრჩხილის ირგვლივ
- ინფექციური პროცესი თანმხლები ჩირქოვანი გამონადენით
თუ ეჭვი გაქვთ, რომ გაქვთ ჩაზრდილი ფრჩხილი, განსაკუთრებით თუ ის მტკივნეული ან ინფიცირებულია, მნიშვნელოვანია მიმართოთ ექიმ პოდოლოგს შესაბამისი სწორი რჩევებისა და მკურნალობისთვის.