სებორეული კერატოზი
სებორეული კერატოზი არის კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი, რომელიც ხშირად ჩნდება კანის ზედაპირიდან წამოწეული ელემენტების სახით. ეს წარმონაქმნები შეიძლება განსხვავდებოდეს ფერით ღია მოყავისფრო შეფერილობიდან შავამდე და ჰქონდეს უხეში ზედაპირი. ყველაზე ხშირად გვხვდება სახეზე, მკერდზე, ზურგზე და სკალპზე.
სებორეული კერატოზის ელემენტები, როგორც წესი, მრგვალი ან ოვალურია, შეიძლება მერყეობდეს რამდენიმე მილიმეტრიდან რამდენიმე სანტიმეტრამდე.
მიზეზი: ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ითვლება, რომ ისინი დაკავშირებულია კანის დაბერებასთან და გენეტიკურ ფაქტორებთან. ისინი უფრო ხშირია ხანდაზმულებში.
- კლინიკური ნიშნები : ძირითადად ასიმპტომურია, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება თან ახლდეს ქავილი ან გაღიზიანდეს ტანისამოსთან მუდმივი ხახუნის შედეგად .
მკურნალობა: მკურნალობა გულისხმობს მექანიკური წესით მოცილებას. სებორეული კერატოზი არ წარმოადგენს რისკს ჯანმრთელობისთვის, მაგრამ თუ შეამჩნევთ რაიმე ცვლილებას თქვენს კანზე ან ახალ წარმონაქმნებს, უმჯობესია მიმართოთ პროფესიონალ ექიმ დერმატოლოგს დიაგნოსტიკისა და შემდგომი მკურნალობისთვის .