ვენეროლოგია
რა არის ვენეროლოგია?
ვენეროლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც მოიცავს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ყველა ასპექტს, მათ შორის ეპიდემიოლოგიას, ეტიოლოგიას, პათოგენეზს, დიაგნოზსა და მკურნალობას.
„ვენეროლოგი“ არის ექიმი, რომლიც სპეციალიზირებულია ვენერიული დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში.
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები დიდ გავლენას ახდენს სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მთელ მსოფლიოში.
როგორ ვრცელდება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები?
ცნობილია, რომ 30-ზე მეტი სხვადასხვა ბაქტერია, ვირუსი და პარაზიტი გადადის ნებისმიერი ტიპის სქესობრივი კონტაქტით, სხეულის სითხეებით ან კანთან კონტაქტით ადამიანის სხეულის ინფიცირებულ ნაწილზე, ხშირია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დედიდან ნაყოფზე გადაცემა ორსულობის პერიოდში ან მშობიარობის დროს. ზოგიერთი სგგდ გადადის ერთი ადამიანიდან მეორეზე ინფიცირებული სისხლით.
რომელია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები?
სქესობრივი გზით გადამდები ყველაზე გავრცელებული ინფექციებია:
ქლამიდია
გონორეა
სიფილისი
ტრიქომონიაზი
გენიტალური ჰერპესი
ადამიანის პაპილომავირუსი
სოკოვანი ინფექციები
მიკოპლაზმა და ურეაპლაზმა
ჰეპატიტი B
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი („აივ“)
მათი უმეტესობა გავლენას ახდენს როგორც მამაკაცებზე, ასევე ქალებზე.
რა
არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი) სიმპტომები ?
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები განსხვავდება მათთან დაკავშირებული სიმპტომებისა და სერიოზულობის მიხედვით.
სგგი ძირითად შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. რაც ზრდის სგგი გავრცელების სიხშირეს. ისინი შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს გართულებების განვითარებამდეც კი.
ყველაზე ხშირი სიმპტომებია:
ქავილი, წვა, სიწითლე ან გამონაყარი სასქესო ორგანოების მიდამოში
წყლულები ან მეჭეჭები სასქესო ორგანოებზე
უჩვეულო ან სუნიანი გამონადენი სასქესო ორგანოდან
ტკივილი ან სისხლდენა სექსუალური აქტის დროს
ახალი ან უჩვეულო ვაგინალური სისხლდენა
შეშუპება და ტკივილი სათესლე ჯირკვლის მიდამოში
როდის მივმართოთ
ვენეროლოგს?
თუ
შეამჩნევთ საგანგაშო სიმპტომებს, როგორიცაა ქავილი, ტკივილი, გამონაყარი ან კანზე არსებული ცვლილებები, ასევე თუ გქონდათ დაუცველი სქესობრივი კონტაქტი ახალ
პარტნიორთან, ან პარტნიორი ინფიცირებულია რაიმე სახის სქესობრივი გზით გადამდები
ინფექციით
დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოთ რეაგირება და მიმართოთ სპეციალისტს.
გასათვალისწინებელია, რომ ამ ტიპის
დაავადებების განკურნება ხშირად შესაძლებელია და ყოველი დაგვიანებული დღე ამძიმებს დაავადებას. რაც უფრო დიდხანს დარჩება
ინფექციები მკურნალობის გარეშე, მით უფრო გრძელვადიანი და
სერიოზული იქნება მკურნალობა . სწორად შერჩეული
თერაპია ასევე გამორიცხავს ვენერიულ დაავადებებთან დაკავშირებულ დისკომფორტს.
როგორ ხდება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დიაგნოსტირება?
არსებობს ტესტების ფართო სპექტრი, რომლებიც ხელმისაწვდომია სხვადასხვა ორგანიზმების შესამოწმებლად, რომლებიც იწვევენ სგგდ-ებს, მათ შორის ტრიქომონას, ქლამიდიას, ჰეპატიტს, ჰერპესს, აივ, გონორეას და სხვა.
მათ შორისაა:
სისხლის ტესტები მიკრობების გამოსავლენად
შარდის ნიმუშები მიკრობების გამოსავლენად
სასქესო ორგანოებიდან აღებული ნაცხის მიკროსკოპის ქვეშ შესწავლა მიკრობების გამოსავლენად.
კლინიკა ---- გთავაზობთ დიაგნოსტირებას --- მეთოდით .
როგორ
ხდება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მკურნალობა?
სქესობრივი
გზით გადამდები ინფექციების (სგგი) უმეტესობას მკურნალობა სჭირდება. ჩატარებული
მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ
რომელი სგგი გაქვთ.
რა
არის სგგი სკრინინგი?
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის ტესტირებას იმ ადამიანში, ვისაც სიმპტომები არ აქვს, ეწოდება სკრინინგი.
სგგი-ის ადრეული სკრინინგი და ამოცნობა არის დაავადების გავრცელების, ავადობისა და სიკვდილიანობის პრევენციის გასაღები.
საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მქონე წევრს, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია შეაჩეროს სგგდ-ის და განსაკუთრებით აივ-ის გავრცელება. დაე, ვენეროლოგთან ვიზიტი იყოს თქვენი პირველი ნაბიჯი ამ დაავადებებისგან თავის დასაღწევად.
იხილეთ სრულად