მთავარი ჩვენ შესახებ ექიმები ტექნოლოგიები სერვისი დაავადებები სიახლეები ბლოგი კონტაქტი
ENG
ფეხის ტერფის დაავადებები
ჩაზრდილი ფრჩხილი
ჩაზრდილი ფრჩხილი ჩაზრდილი ფრჩხილი არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მდგომარეობა, რომლის დროსაც ხდება ფრჩხილის ჩაზრდა მიმდებარე კანის ქსოვილში. ის ძირითადად უვითარდებათ დიდი(ცერა) თითის ფრჩხილზე თინეიჯერებს, ახალგაზრდებს, სპორტსმენებს და ადამიანებს თანმხლები შაქრიანი დიაბეტით. მიზეზები: - ფრჩხილის არასწორი მოჭრა - მჭიდრო ფეხსაცმლის ან წინდების ტარება - ფეხის ტერფის ან თითების დაზიანება - გენეტიკური ფაქტორები სიმპტომები: - ტკივილი ან მგრძნობელობა ფრჩხილის გასწვრივ - სიწითლე და შეშუპება ფრჩხილის ირგვლივ - ინფექციური პროცესი თანმხლები ჩირქოვანი გამონადენით თუ ეჭვი გაქვთ, რომ გაქვთ ჩაზრდილი ფრჩხილი, განსაკუთრებით თუ ის მტკივნეული ან ინფიცირებულია, მნიშვნელოვანია მიმართოთ ექიმ პოდოლოგს შესაბამისი სწორი რჩევებისა და მკურნალობისთვის.
იხილეთ სრულად