მთავარი ჩვენ შესახებ ექიმები ტექნოლოგიები სერვისი დაავადებები სიახლეები ბლოგი კონტაქტი
ENG
როგორ მოვუაროთ კანს ზამთარში
31/01/2025

ზამთარი კანისთვის დიდი გამოცდაა, რადგან ცივი ჰაერი, დაბალი ტენიანობა, მშრალი გარემო ხშირად იწვევს კანის გამოშრობას, აქერცვლას და გაღიზიანებას.

რა უნდა გააკეთოთ ზამთარში კანის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად?

  • გამოიყენეთ დამატენიანებლები
  • ჰიალურონის მჟავა– ინარჩუნებს ტენიანობას და აღადგენს კანის ბარიერს.
  • აირჩიეთ ცხიმოვანი დამატენიანებელი კრემი (ლოკალიზაციის მიხედვით) – ზამთარში მსუბუქი ლოსიონები არ არის საკმარისი!
  • დალიეთ საკმარისი წყალი
  • გამოიყენეთ SPF 30 – მზის სხივები ზამთარშიც აზიანებენ კანს.
  • ატარეთ ბუნებრივი (ბამბის ტანსაცმელი) – სინთეტიკური მასალა კანს აღიზიანებს.

რა არ უნდა გააკეთოთ?

  • არ გამოიყენოთ ცხელი წყალი შხაპისას – ეს აშრობს კანს და აქვეითებს ტენიანობას.
  • არ დატოვოთ კანი დაუცველი სიცივეში – ქარი და დაბალი ტენიანობა ხელს უწყობს გაღიზიანებას.
  • არ გამოიყენოთ ალკოჰოლით ან სუნამოებით გაჯერებული ტონერები – ისინი დამატებით აშრობენ კანს.
  • არ დაივიწყოთ ტუჩის ბალზამი – ზამთარში ტუჩების გამოშრობა და ბზარების გაჩენა ხშირია.
  • არ მიაყენოთ კანს ზედმეტი ექსფოლიაცია – მკვდარი უჯრედების მოცილება საჭიროა, მაგრამ არა გადაჭარბებულად.

ზამთრის კანის მოვლის სწორი რუტინა აუცილებელია, რათა თავიდან აიცილოთ სიმშრალე, გაღიზიანება და აქერცვლა.

კარგი დატენიანება + მზისგან დაცვა = ჯანმრთელ კანს მთელი სეზონის განმავლობაში!