ცნობილია, რომ 30-ზე მეტი სხვადასხვა ბაქტერია, ვირუსი და პარაზიტი გადადის ნებისმიერი ტიპის სქესობრივი კონტაქტით, სხეულის სითხეებით ან კანთან კონტაქტით ადამიანის სხეულის ინფიცირებულ ნაწილზე, ხშირია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დედიდან ნაყოფზე გადაცემა ორსულობის პერიოდში ან მშობიარობის დროს. ზოგიერთი სგგდ გადადის ერთი ადამიანიდან მეორეზე ინფიცირებული სისხლით.
რომელია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები?
სქესობრივი გზით გადამდები ყველაზე გავრცელებული ინფექციებია:
მათი უმეტესობა გავლენას ახდენს როგორც მამაკაცებზე, ასევე ქალებზე.
რა არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი) სიმპტომები ?
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები განსხვავდება მათთან დაკავშირებული სიმპტომებისა და სერიოზულობის მიხედვით.
სგგი ძირითად შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. რაც ზრდის სგგი გავრცელების სიხშირეს. ისინი შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს გართულებების განვითარებამდეც კი.
ყველაზე ხშირი სიმპტომებია:
-
ქავილი, წვა, სიწითლე ან გამონაყარი სასქესო ორგანოების მიდამოში
-
წყლულები ან მეჭეჭები სასქესო ორგანოებზე
-
უჩვეულო ან სუნიანი გამონადენი სასქესო ორგანოდან
-
ტკივილი ან სისხლდენა სექსუალური აქტის დროს
-
ახალი ან უჩვეულო ვაგინალური სისხლდენა
-
შეშუპება და ტკივილი სათესლე ჯირკვლის მიდამოში
როდის მივმართოთ ვენეროლოგს?
თუ შეამჩნევთ საგანგაშო სიმპტომებს, როგორიცაა ქავილი, ტკივილი, გამონაყარი ან კანზე არსებული ცვლილებები, ასევე თუ გქონდათ დაუცველი სქესობრივი კონტაქტი ახალ პარტნიორთან, ან პარტნიორი ინფიცირებულია რაიმე სახის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციით დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოთ რეაგირება და მიმართოთ სპეციალისტს.
გასათვალისწინებელია, რომ ამ ტიპის დაავადებების განკურნება ხშირად შესაძლებელია და ყოველი დაგვიანებული დღე ამძიმებს დაავადებას. რაც უფრო დიდხანს დარჩება ინფექციები მკურნალობის გარეშე, მით უფრო გრძელვადიანი და სერიოზული იქნება მკურნალობა . სწორად შერჩეული თერაპია ასევე გამორიცხავს ვენერიულ დაავადებებთან დაკავშირებულ დისკომფორტს.
დაგეგმეთ ვიზიტი დღესვე და დაიცავით თქვენი ჯანმრთელობა!